ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულში, რომელსაც ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით 2025 წლის მარტში მიენიჭა სახელწოდება „ჰიდროეკოლოგია“, თავმოყრილია როგორც ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა, ასევე მონათესავე დარგში მომუშავე მეცნიერთა მიერ შესრულებული კვლევის შედეგები როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან.
სამეცნიერო შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგია გიწვევთ გამოაქვეყნოთ თქვენი ნაშრომი ჩვენს ჟურნალში.
კრებულის დანიშნულებაა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ მოპოვებული ახალი მიღწევების, გამოკვლევათა მასალებისა და შედეგების გამოქვეყნება და ურთიერთგაზიარება.
კრებულში ქვეყნდება შემდეგი სამეცნიერო მიმართულების სტატიები:
- წყალთა მეურნეობა;
- ჰიდროტექნიკა და მელიორაცია;
- ჰიდროლოგია და მეტეოროლოგია;
- გარემოს დაცვა;
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობა და რისკი;
- მშენებლობა;
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.
პოტენციური ავტორების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები ექვემდებარება შავი განხილვის პროცედურას. რეცენზენტები შერჩეული იქნება სტატიის სფეროსა და მიმართულებების გათვალისწინებით. განხილვის პერიოდი ორი კვირაა. სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების ღირებულება შრომათა კრებულში „ჰიდროეკოლოგია“ არის უფასო. ავტორის ან/და გამოსაცემად შერჩეული ავტორების მიერ წარმოდგენილი სტატიის გამოქვეყნების ვადაა 3-4 თვე. ახალი გამოცემა გამოიცემა ყოველწლიურად წელიწადში 1 ნომერი. სამეცნიერო პუბლიკაციებზე წვდომა შესაძლებელი იქნება ISSN – 1512 – 2344 კოდით და/ან DOI.ORG/10.36073/1512-2344-ს მეშვეობით.