დებულება
,,დამტკიცებულია“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ცოტნე მირცხულავას სახელობის
წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის
სამეცნიერო-სასწავლო მეთოდური
სარედაქციო საბჭოს სხდომაზე
(ოქმი #1, 17 იანვარი, 2011 წ.)
საბჭოს თავმჯდომარე,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი გივი გავარდაშვილი
––––––––––––––––––––––––––––––
,,17“ ,,01“ 2011 წ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის
სამეცნიერო შრომათა კრებულის
დებულება
თბილისი
2011 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ,,სამეცნიერო შრომათა კრებული“ წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო პუბლიკაციების გამოცემას მიმართულებებით:
- წყალთა მეურნეობა;
- ჰიდროტექნიკა და მელიორაცია;
- ჰიდროლოგია და მეტეოროლოგია;
- გარემოს დაცვა;
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობა და რისკი;
- მშენებლობა;
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.
2. ,,სამეცნიერო შრომათა კრებული” ქვეყნდება ყოველწლიურად ან 2 წელიწადში ერთხელ როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით;
მუხლი 2. ,,სამეცნიერო შრომათა კრებულის“ მიზნები
1. ,,სამეცნიერო შრომათა კრებულის“ მიზანია დარგის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მეცნიერთა სამეცნიერო კვლევებისა და მიღწევების წარმოჩენა; სამეცნიერო შრომათა კრებულში გამოქვეყნების გზით მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა;
2. ,,სამეცნიერო შრომათა კრებული“ იცავს სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ეთიკას; სამეცნიერო შრომათა კრებულში არ ქვეყნდება პოლემიკური, ასევე მიმოხილვითი და აღწერითი ხასიათის სტატიები;
3. ,,სამეცნიერო შრომათა კრებულში“ გამოქვეყნებულ სტატიებზე ვრცელდება ღია წვდომის პოლიტიკა, რაც გულისხმობს ვებგვერდზე მის საჯარო გავრცელებას, ასევე ბეჭდური ვერსიის ბიბლიოთეკებისთვის გადაცემას;
4. სტატიის მეცნიერულ დონეზე პასუხისმგებელია ავტორი და რეცეზენტი;
5. სტატია შემოწმდება პლაგიატზე; არსებობის შემთხვევაში სტატია არ მიიღება გამოსაქვეყნებლად;
6. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა.
მუხლი 4. ფარული რეცენზია
1. სამეცნიერო სტატია ეგზავნება ფარულ რეცენზენტს (რეცენზიის ფორმა დებულებას თან ერთვის დანართ. 1.) ;
2. სტატიის დადებითად თუ უარყოფითად შეფასების შედეგი უნდა ეცნობოს
ავტორს;
3. სტატია გამოქვეყნდება იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტი ნაშრომს დადგენილი კომპონენტების მიხედვით შეაფასებს დადებითად;
4. რეცენზირება არის სრულიად ანონიმური.
რეცენზია
ავტორი (ები):
ᲡᲢᲐᲢᲘᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲬᲝᲓᲔᲑᲐ:
შესაბამისი პუნქტის აღსანიშნავად ჩაწერეთ X
1.ნაშრომის ძირითადი შეფასება
ა. სიახლე——————————————————————————————— €
ბ. მნიშვნელოვანი წვლილი————————————————————————-€
გ. უკვე არსებული მოსაზრებების დადასტურება———————————————— €
2.საილუსტრაციო მასალა
ა. საკმაო რაოდენობა და ხარისხი——————————————————————-€
ბ. არასაკმაო რაოდენობა და ხარისხი ———————————————————— €
გ. დასრულების აუცილებლობა——————————————————————–€
დ. შეუსაბამოა—————————————————————————————–€
3. ცხრილები და გაანგარიშება
ა. შეესაბამება და გასაგებია————————————————————————– €
ბ. დამტკიცება ესაჭიროება————————————————————————– €
გ. შეუსაბამო ან არასაკმარისია———————————————————————- €
4. შედეგების ახსნა-განმარტება
ა. სწორია———————————————————————————————– €
ბ. მისაღებია შეთავაზებული შესწორებების შეტანის შემდეგ———————————– €
გ. არასწორია——————————————————————————————- €
5. ბიბლიოგრაფია
ა. სწორადაა შედგენილი —————————————————————————–€
ბ. არ შეესაბამება ინსტრუქციას———————————————————————-€
გ. არასათანადოდაა შერჩეული ლიტერატურა—————————————————-€
6. აბსტრაქტი
ა. დამაკმაყოფილებელია—————————————————————————–€
ბ. ვერ გამოხატავს სამუშაოს არსს——————————————————————–€
გ. არადამაკმაყოფილებელია————————————————————————–€
7. ნაშრომის ენა
ა. კარგია————————————————————————————————-€
ბ. გასაუმჯობესებელია ——————————————————————————- €
გ. ესაჭიროება საფუძვლიანი შემოწმება ———————————————————– €
8. ზოგადი აზრი და შესათავაზებელი წინადადებები სამართალწარმოების (ინსტიტუტის კრებულში სტატიის გამოქვეყნების პირობები ) გათვალისწინებით
ა. ძალიან კარგია – რეკომენდებულია —————————————————————€
ბ. კარგია – რეკომენდებულია მითითებული შესწორებების შეტანის შემდეგ——————€
გ. მისაღებია მხოლოდ მნიშვნელოვანი შესწორებების შემდეგ———————————-€
დ. არ არის კარგი —————————————————————————————€
კომენტარი
თარიღი:
ცვლილებები1) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტურის შრომათა კრებულის დებულებაში
2011 წლის 17 იანვრის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო-სასწავლო მეთოდური სარედაქციო სხდომაზე (ოქმი #1) დამტკიცებულ ,,სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულის” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
- დებულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი
– სტატია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს 10 გვერდისა. სტატიას უნდა დაერთოს ანოტაციები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე არა ნაკლები 250 სიტყვისა. ერთ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს ორი სტატიისა.
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3.1. სტატია წარმოდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს 10 გვერდისა. სტატიას უნდა დაერთოს 100-150 სიტყვამდე რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე. ერთ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს ორი სტატიისა.
- დებულების მე-3 მუხლის 3.5
– სტატია შედგენილ უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:
- ანოტაცია (10-15 სტრიქონი) 3 (ქართული, რუსული და ინგლისური) ენაზე;
- საკვანძო სიტყვები (არა უმეტეს 6-ისა) 3 (ქართულ, რუსულ და ინგლისურ) ენაზე.
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
– სტატია შედგენილ უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:
- რეზიუმე (100-150 სიტყვამდე) 2 (ქართული, და ინგლისური) ენაზე;
- საკვანძო სიტყვები (არა უმეტეს 6-ისა) 2 (ქართულ და ინგლისურ) ენაზე.
- დებულების მე-3 მუხლის 3.6 პუნქტი
– გამოყენებული ლიტერატურა წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, შრომის დასახელება, კრებულის ან ჟურნალის დასახელება და ნომერი, გამოცემის ადგილი (ქალაქი), წელი, გვერდები. გამოყენებული ლიტერატურის თანმიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს სტატიის ტექსტში მითითებულ ციტირებას;
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3.6. გამოყენებული ლიტერატურა წარმოდგენილი უნდა იქნეს APA-ს სტილით (გაფორმების პირობები იხ. https://publishhouse.gtu.ge/ka/);
ცვლილების1) საფუძველი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი #3, 10 თებერვალი, 2025 წ.