ჩვენს შესახებ
სტუ ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი
ინსტიტუტი 1934 წლიდან დღემდე პერიოდულად გამოსცემს სამეცნიერო შრომათა კრებულს, რომელშიც თავმოყრილია როგორც ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა, ასევე მონათესავე დარგში მომუშავე მეცნიერთა მიერ შესრულე-ბული კვლევის შედეგები როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან. ნაშრომთა სამეცნიერო მიმართულე-ბებია: წყალთა მეურნეობა, ჰიდროტექნიკა, მელიორაცია, ჰიდროლოგია, მეტეორო-ლოგია, გარემოს დაცვა. კრებული გამოიცემა როგორც ბეჭდური ფორმით, ასევე განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის “ივერიელის” გვერდზეhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/.. კრებულში თავმოყრილია სტატიები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჟურნალის პერიოდულობა – წელიწადში ერთი ნომერი.ISSN – 1512 – 2344; DOI.ORG/10.36073/1512-2344 |