სტატიის გამოქვეყნების წესი და პირობები

Home / სტატიის გამოქვეყნების წესი და პირობები

,,სამეცნიერო შრომათა კრებულში“ გამოსაქვეყნებელმა სტატიებმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

1. სტატია  წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს 10 გვერდისა. სტატიას უნდა დაერთოს ანოტაციები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე არა ნაკლები 250 სიტყვისა.   ერთ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს ორი სტატიისა. 

2. ინსტიტუტში შემოსულ სტატიას უნდა დაერთოს იმ დაწესებულების მიმართვა, სადაც ნაშრომი იქნა შესრულებული;

3. სტატია მიიღება ელექტრონული ვერსიის სახით შემდეგ მისამართზე: gwmi1929@gmail.com.

4. ფურცლის ფორმატი – A4, ინტერვალი – 1,5 და შრიფტი – 12, მინდორი 25 მმ ფურცლის ოთხივე მხარეზე; სტატია შესრულებული   უნდა იყოს  DOC ფაილის სახით (MS Word ), ჩაწერილი CD-R დისკზე. ქართული ტექსტისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს Sylfaen შრიფტი; ინგლისური და რუსული ტექსტებისათვის –Times New Roman ნახაზების ან ფოტოების კომპიუტერული ვარიანტი – JPG an TIF ფორმატში გარჩევადობით 200-300dpi

5. სტატია შედგენილ უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:

  • სამეცნიერო მიმართულება (მარჯვენა ზედა კუთხეში);
  • სტატიის სახელწოდება;
  • ავტორის (ან ავტორების) სახელი, მამის სახელი და გვარი, საკონტაქტო პირის E-mail-ის მითითებით;
  • ორგანიზაციის დასახელება, სადაც შესრულებულია ნაშრომი, საფოსტო მისამართის მითითებით;
  • შესავალი;
  • ძირითადი ნაწილი (კვლევის ობიექტი და მეთოდიკა);
  • დასკვნები და რეკომენდაციები;
  • გამოყენებული ლიტერატურა (არა უმეტეს 10-ისა);
  • ანოტაცია (10-15 სტრიქონი) 3 (ქართული, რუსული და ინგლისური) ენაზე;
  • საკვანძო სიტყვები (არა უმეტეს 6-ისა) 3 (ქართულ, რუსულ და ინგლისურ) ენაზე.

6. გამოყენებული ლიტერატურა წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, შრომის დასახელება, კრებულის ან ჟურნალის დასახელება და ნომერი, გამოცემის ადგილი (ქალაქი), წელი, გვერდები. გამოყენებული ლიტერატურის თანმიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს სტატიის ტექსტში მითითებულ ციტირებას;

7. გამოსაქვეყნებლად დაწუნებული სტატიები ავტორებს არ უბრუნდება.